“გავლენიან პოლიტიკოსებს სურთ, ისეთი კანონი შეიმუშაონ, რომელიც მოსამართლეთა კლანის წევრების დასახელებას ლამაზად შეფუთავს“
ნაზი ჯანეზაშვილს მოსამართლეთა „კლანის“ წევრები ადამიანადაც არ თვლიან და „არსებას“ უწოდებენ, ამ რეალობაში რანაირად უნდა გვქოდეს იმის იმედი, რომ ეს მოსამართლეები კეთილსინდისიერად მოეკიდებიან კანონის განაწესებს , როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს ის, – ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოჟორიძე მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, გავლენიანი პოლიტიკოსების დღის წესრიგში არის ისეთი კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად „კლანის“ წევრების დასახელებას ლამაზად შეფუთავს.
“მანამ, სანამ სისტემაში არსებობს კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტებულია კლანის წევრებისგან და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს, სანამ ეს რეალობა გვაქვს არ არსებობს იმის შესაძლებლობა, როგორი კანონიც არ უნდა შევქმნათ, ის რომ იყოს იდეალური , ყველაზე მაღალი სტანდარტების შემცველი, ვერანაირი საკანონმდებლო აქტი ვერ დააზღვევს იმას, რომ არ მოხვდნენ უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად ცუდები და მოხვდნენ კარგები.
ამის უზურნველყოფა ვერ მოხდება, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებებს იღებენ კლანის წევრები და როგორ იღებენ ეს ჩვენ ვნახეთ, უკვე მე-15 წელი მიდის , რაც ერთი და იგივე ხალხი, კლანის წევრები არიან სასამართლოში სხვადასხვა გავლენიან თანამდებობაზე, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ყოველთვის ესენი იღებენ დანიშვნის , დაწინაურების, კანდიდატად დასახელების და ა.შ. გადაწყვეტილელებს. ამ რეალობაში ვერანაირი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს კარგი კანდიდატების დასახელებას.
მაგალითად, დღეს საუბარია იმაზე, რომ ახალ კანონპროექტში ჩაიწერა , რომ ცნობილი იურისტი შეიძლება კანდიდატად იყოს დასახელებული , მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება რ ჰქონდეს მოსამართლის გამოცდა ჩაბარებული. ვინ არის ცნობილი და ღირსეული იურისტი ეს შეიძლება ძალიან ბევრისთვის სადაო იყოს. ჩემთვის, მაგალითად, ცნობილი და პატივსაცემი ადამიანი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი , მაგრამ კლანის ზოგიერთი წევრისთვის არათუ ცნობილი და პატივსაცემი ადამინი არ არის , არამედ ზოგიერთი ადამიანად არ თვლის და „არსებას“ უწოდებს. ამ რეალობაში რანაირად უნდა გქვოდეს იმის იმედი, რომ ეს ადამინები კეთილსინდისიერად მოეკიდებიან კანონის განაწესებს , როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს ის და სწორი შეხედულებით, ღირებულებებით შეარჩევენ კანდიდატებს. ამიტომაც, ამ კანონპროექტს არანაირი მხარდაჭერა არ შეიძლება ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების და დაინტერესებული პირების მხრიდან და არც აქვს.
დაახლოებით 1 კვირის წინ ვესწრებოდი ბესელიას და მისი თანაგუნდელების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას, ის ბევრად სიმპათიურად გამოიყურება, რა თქმა უნდა. იქ არის საუაბრი იმაზე, რომ თუ ვერ ვახერებთ იმას, რომ საბჭოს შემადგენლობა იცვლება და საბჭოს წევრები იცვლებიან, მაშინ მისი ფუნქცია და შეფასების სიღრმეში შესვლა არ უნდა იყოს შესაძლებელი მათი მხრიდან. როგორც კი ადგენ ისეთ კრიტერიუმს, რომელიც არის შეფასებაზე დამოკიდებული ისინი ამ კრიტერიუმს ყოველთვაის შეაფასებენ საკუთარი კლანური ინტერესებიდან გამომდინარე.
ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს ,რაც ხდება, სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა , რომ ამოცანა ,როგორც ჩანს, ის კი არ არის, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი კანონმდებლობა , რომელიც დააზღვევს იმას, რომ ცუდები არ მოხვდნენ სისტემაში და უზრუნველყოფს კეთილსინდისიერი კანდიდატების შერჩევას, ეს კი არ არის გავლენიანი პოლიტიკოსების დღის წესრიგში, არამედ ამოცანა მათ ეკითხებათ შემდეგს- ისეტი კანონმდებლობა შევიმუშაოთ, რომელიც ლამაზდ შეფუთავს კლანის წევრების დასახელებას. შეიძლება ერთი-ორი სახელი და გვარი იყოს შეცვლილი , მაგრამ შინაარსი არ შეიცვლება, ისინი დაასახელებნ ისევ იმ ხალხს , ვინც არის კლანის წევრი , ან არიან ისეთები, რომლებზეც გავლენის მოხდენაც მათ შეეძლებათ“- განაცხადა კოჟორიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ყველა იურისტს, ვისაც აქვს 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მიეცემა მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობის საშუალება.
„”ჩვენ თავდაპირველ მოსაზრებას ვაუმჯობესებთ, რადგან ეს 400-500 პირამდე ავიწროვებდა იურისტთა წრეს და ვამბობთ, რომ ყველა იურისტს, ვისაც აქვს 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მიუხედავად სფეროსა, იქნება ის ადვოკატურაში ნამუშევარი, პროკურატურაში თუ საერთო სასამართლოების სისტემაში, მიეცეთ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მეორე მოსაზრება რაც იყო, რომ ყველას უნდა ჰქონოდა ჩაბარებული მოსამართლის გამოცდა, რომ მიეღო მანაწილეობა უზენაესი სასამართლოს კონკურსში, ამ წესსაც მოდიფიკაციას ვუკეთებთ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვეყოლება კანდიდატები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს მოსამართლის გამოცდა და გვეყოლება კანდიდატები, ვისაც ჩაბარებული არ აქვს. ვისაც ჩაბარებული არ აქვს, ყველას მიეცემა შესაძლებლობა რომ ჩააბაროს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და ამით დაადასტუროს თავისი კომპეტენტურობის დონე. მესამე კონკრეტული სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრი მოინდომებს, რომ განწესდეს უზენაესი სასამართლოს წევრად და ამისათვის დააყენებს საკუთარ კანდიდატურას განსახილველ პირთა წრეში, მას არ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ე.წ გრძელი სიის კანდიდატების შერჩევისას, მას არ ექნება მონაწილეობის მიღების უფლება მოკლე სიის შერჩევისას და მას არ ექნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში საკუთარი თავისთვის ხმის მიცემის უფლება, რითაც საფუძველშივე გამოვრიცხავთ ინტერესთა კონფლიქტს დაინტერესებული იუსტიციის საბჭოს წევრის მხრიდან”- განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი, რომელიც ორი საბაზისო კრიტერიუმის საფუძველზე (კეთილსინდისიერების და კვალიფიციურობის კრიტერიუმები) კიდევ ერთხელ შეამოწმებს ნომინირებულ კანდიდატებს და ვინც დაიმსახურებს პარლამენტის წევრთა თავისუფალ ნდობას, ისინი დამტკიცრბული იქნებიან, ხოლო ვინც ვერ დაიმსახურებს, უარყოფილი.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გუშინ უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, კანონპროექტში გაკეთდება ჩანაწერი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაავალდებულებს, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
„კანონპროექტში ჩაიწერება და უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პროცესს წარმართავს ღიად და საჯაროდ. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს პროცესს, მათ შორის კანდიდატებთან გასაუბრებას. კანდიდატებს გაესაუბრებიან საბჭოში ინდივიდუალურად და საზოგადოებას ექნება წვდომა ამ პროცესისადმი. გასაუბრება იქნება ღია და შესაბამისად, ყველას ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს ამ პროცესს. ეს პრინციპი გვინდა რომ ჩავდოთ ამ პროექტში. ამ დეტალებზე გვექნება დღეს მსჯელობა და შევჯერდებით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თამუნა შეყილაძე