დავით უსუფაშვილმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. “ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საკუთარი სამშობლო, ჩვენი ერის წარსული, ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახების მომავალი“ – ამ განცხადებით 26 მაისი საქართველოს მოქალაქეებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიულოცა. “ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საკუთარი სამშობლო, ჩვენი ერის წარსული, ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახების მომავალი. ვუსურვებ თავისუფლებას, რაზეც პრეზიდენტმა დღეს ბევრი ისაუბრა. ჩვენ გვინდა თავისუფალი ქვეყნის აშენება, სადაც თითოეული ჩვენგანი ვიქნებით თავისუფალი. ვულოცავ ჯარისკაცებს, ყველას, ვინც იღწვის საკუთარი სამშობლოს ძლიერებისთვის. გამოწვევები ბევრი გვაქვს და როგორც ჩანს, საქართველოს იღბალი ასე დაიწერა – ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არასდროს გვქონია პერიოდები, როცა არ გვქონდა გამოწვევები, არ გვქონდა სიძნელეები. როგორც ჩანს, ამ სიძნელეების არსებობამ განაპირობა ჩვენი გამძლეობაც. პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, სხვა საფრთხეების თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტად გვაიძულებს ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ ერთად”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები