მამუკა ბახტაძე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს

ბრიუსელში 5 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს.
საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარე „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას“ წარადგენს, რომელიც ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღწეული პროგრესის კონსოლიდაციას ემსახურება და საქართველოს აძლევს საშუალებას, ასოცირების შეთანხმების მიღმა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, მათ შორის, სექტორული ინტეგრაციისკენ.
საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები