ბაღდათის კულტურის სახლში მაია გუბელაძის წიგნის „გზა დიდებისაკენ“ პრეზენტაცია გაიმართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლში მაია გუბელაძის წიგნის „გზა დიდებისაკენ“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით, ქართველი კომპოზიტორის – კოტე ფოცხვერაშვილის ცხოვრებაა წარმოდგენილი. ბაღდათის სახალხო თეატრის მსახიობებმა სცენაზე წაიკითხეს წიგნში ასახული მნიშვნელოვანი ეპიზოდები კომპოზიტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენეს კოტე ფოცხვერაშვილის წვლილი ქართული მუსიკის განვითარების საქმეში.
წიგნის პრეზენტაცია კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის წითელხევის სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელების მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა კიდევ უფრო გაალამაზეს.
ღონისძიებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები