მამუკა ხაზარაძე: გახარიას წერილს გავასაჯაროებ

„შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილს გავასაჯაროებ“, – ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
წერილის შინაარსზე, ფორმასა და დროზე ხაზარაძეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ ჰკითხა.
„ძალიან ცოტა იმედი მაქვს, რომ საერთოდ ამ ქვეყანაში რაღაცები გაირკვევა, პირდაპირ გეუბნებით. ამიტომ გპირდებით, ამას გავასაჯაროებ, მაგრამ გავასაჯაროებ მაშინ, როცა იქნება საგამოძიებო რაღაც ორგანო შექმნილი, რომელსაც ამაზე რეაგირება და გამოძიების საშუალება ექნება. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ და გიმეორებთ, გავასაჯაროებ, მაგრამ არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებთან და არა იმიტომ, რომ ორთქლი გამოვიდეს და მერე ეს თემა დამთავრდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები