ზურაბ აბაშიძე: არანაირი მალული ინფორმაცია შეხვედრასთან დაკავშირებით არ არსებობს

„არანაირი მალული ინფორმაცია შეხვედრასთან დაკავშირებით არ არსებობს“, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დღეს პარლამენტის დეპუტატები საგარეო საქმეთა საკომიტეტო სხდომაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს უსმენდნენ.
ოპოზიცია ზურაბ აბაშიძისგან მოითხოვდა პასუხს კითხვაზე – რატომ შეხვდა კარასინთან შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილს და რა საკითხებზე მიმდინარეობდა საუბარი.
დღევანდელი სხდომა მმართველი გუნდის მოთხოვნით დაიხურა.
სწორედ სხდომის დახურვის მიზეზების განმარტება სთხოვეს ჟურნალისტებმა ზურაბ აბაშიძეს.
„თავს ვიკავებ. ტრანსპარენტული ფორმატი, ამ ფორმატის მუშაობის შესახებ ჩვენ 15 უწყებას, მათ შორის პარლამენტში 4 მისამართით ვაგზავნით ყოველი შეხვედრის შემდეგ ამომწურავ ინფორმაციას. ყველას ვუყვებით რა ხდებოდა. არანაირი მალული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არის. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ჩვენ,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები