„არასწორია “შანტაჟად” შეფასდეს” – ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

„არასწორია “შანტაჟად” შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელი ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს“,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.
„ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია. შესაბამისად, არასწორია “შანტაჟად” შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელი ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები