დიდ ჭყონში, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი თოდუასთან ერთად ადგილობრივებს „თხილის დაცვის პროგრამა“ გააცნო.
პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ შეისყიდა და ასოციაციას 2000 ერთეული შესაწამლი აპარატი გადასცა, რომელიც ფერმერებს გადაეცემათ. ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ სასუქი, პრეპარატები და პესტიციდები შეღავათიანი პირობებით შეიძინონ.
საინფორმაციო შეხვედრები სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაგრძელდება და ფერმერებს თხილის მოვლის შესახებ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მიაწვდის. ასევე მოხდება ფერმერებისთვის აგრონომების რეკომენდაციის გაწევა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები