“აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ოპოზიცია ასე დაიხვეწა და ეზიარა დემოკრატიის პრინციპებს და პარლამენტის როლს”

„აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ოპოზიცია ასე დაიხვეწა და ეზიარა დემოკრატიის პრინციპებს და პარლამენტის როლს. მივესალმები, უდავოდ, მათ ამ სულისკვეთებას”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების და აბაშიძე-კარასინის ფორმატის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მოსმენა მიმდინარეობს.
“დასანანია, რომ სამუშაო რეჟიმის ნაცვლად, ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა, ნაცვლად იმისა, რომ ჩართულიყო სამუშაო პროცესში და კონსტრუქციულად გვემსჯელა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დახურული სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას და პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს უსმენდნენ, დაპირისპირების ფონზე ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები