მდინარაძე ხაზარაძეს: რატომ არ მიუტანეთ გახარიას წერილი პროკურატურას თავის დროზე?!

რადგან უკვე ისაუბრეთ ამაზე, მაშინ უნდა თქვათ, რა ფორმით მიიღეთ ეს წერილი, როდის, სად მიიღეთ და რასთან დაკავშირებით, გვითხარით ბოლომდე. ისიც უნდა გვითხრათ, რატომ არ მიუტანეთ წერილი პროკურატურას თავის დროზე, დღეს თუ გააკეთებთ ამას და ა.შ. ნახევრად თქმით გაურკვევლად ტოვებთ ბევრ რამეს საზოგადოებაში“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძეს, სადაც „თიბისი ბანკის“ საკითხი იხილებოდა.
სხდომის განხილვისას მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებამდე შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.
უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ხაზარაძეს „თიბისი ბანკის“ საქმეზე რამდენიმე კითხვით მიმართა:
„არსებობს ორი მთავარი კითხვა, პირველი ეს არის, რომ ბევრ ადამიანს, ვისაც ვესაუბრები, წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ 17 მილიონი ბანკიდან გაიტანოს ადამიანმა და მისგან ამავე ბანკის ყველაზე მსხვილმა აქციონერმა ისესხოს თანხა ისე, რომ წინა ტრანზაქციაზე წარმოდგენა არ ჰქონდეს. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს არ იცოდით და ეს გაირკვა შემდგომ. დამიდასტურეთ, რომ წერეთელმა გაიტანა თანხა ბანკიდან ერთ დღეს და ძალიან მალე თანხა თქვენს პირად ანგარიშებზე დაირიცხა. ამ კითხვებზე მიპასუხეთ, რატომ მოხდა ასე. დამთხვევაა თუ რა არის. მეორე კითხვას რაც შეეხება, ნამდვილად ლეგიტიმურია, რატომ 11 წლის შემდეგ?! ჩვენ ვიცით, რომ 2008 წელს დაიწყო ეს ამბავი, შემდეგ 2012 წელს არის გადაცემული ვალდებულება. განცხადებაში წავიკითხეთ, რომ კომპანიაში ერთ-ერთი ტოპმენეჯერი, ღაძაძე იგივე ოფშორული კომპანიის ხელმძღვანელია. იქნებ ეს ყველაფერი განგვიმარტოთ. მთავარი კითხვა, ხომ არ გაქვთ რაიმე მონაცემი, ან მტკიცებულება, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ეს იცოდა 7 ან 4 წლით ადრე. ამ ხალხს ხომ არ ჰქონდა ეს მონაცემები და რეაგირება მოახდინეს გვიან. ამის შესახებ რაიმე მტკიცებულება ხომ არ გაქვთ?“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ ხაზარაძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები