მათიკაშვილი ხაზარაძეს: გაჩერებული ბანკის პირობებში, როგორ მოხდა 17 მილიონის ბანკიდან სესხის გაცემა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გარეშე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, “თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს კითხვით მიმართა.
“როცა ვსაუბრობთ 17 მილიონიან ვალზე, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ეს ვალდებულება შემდგომ უკვე სუფთა პროცედურულად რომ ვისაუბროთ, ასე ვთქვათ ოფშორული კომპანიის მიერ იქნა წაღებული, ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოვისმინეთ ბატონო მამუკა თქვენგან განმარტება. ამ საკითხზე რომ გვესაუბროთ ცოტა დეტალურად და გვითხრათ, რომ ამხელა 17 მილიონიანი ვალდებულება მაშინ, როდესაც “თი-ბი-სი ბანკი” კარგად იცავს ყველა წესს, რაც ეროვნული ბანკის მიერაა დადგენილი კანონმდებლობით არის ბუნებრივია გათვალისწინებული. როგორ ხდება ისე, რომ გადის ხანდაზმულობის ვადა 17 მილიონის მოთხოვნის? საბანკო სექტორი არის ძალიან მგრძნობიარე ასეთი საკითხების მიმართ და როგორ ხდება ის, რომ როდესაც ამდენი მილიონიანი ვალი არსებობს ვალდებულების შესრულების კანონმდებლობით დადგენილი ვადა გადის და მხოლოდ შემდგომ ყოველგვარი ასე ვთქვათ რეაგირების, შესაბამისი რეაგირების გარეშე. კიდევ ერთი საკითხი, თქვენ ბრძანეთ, რომ სამეთვალყურეო თავმჯდომარის კონკრეტული მოვალეობები გაქვთ და ეს გასაგებია კანონმდებლობით არის გაწერილი, რომ 2007 წელს ამ მოვლენების შემდგომ, როდესაც კაპიტალთან ადეკვატურობის თემა დაირღვა ფაქტობრივად, ბანკი იყო გაჩერებული, ასევე ახსენეთ, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც ჰქონდათ ვალდებულება თქვენს მიმართ, რომლებმაც აიღეს ეს ვალი, ჰქონდათ სხვა ვალდებულებებიც, ამიტომ ბანკმა ვერ გააკონტროლა ის გაცდა თუ არა ეს კომპანია ლიმიტებს. კითხვა მაქვს ასეთი, ფაქტობრივად გაჩერებული ბანკის პირობებში, როგორც თქვენ თქვით, 17 მილიონი ბანკის სესხი რომ გადის, ეს როგორ მოხდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გარეშე, რანაირად განხორციელდა ეს, როგორ გაიგეთ ეს შემდგომ? და თუკი 17 მილიონიან ვალთან მიმართებაში ადეკვატურად. სხვა სესხებთან მიმართებაში, რომელიც „სამგორი ალკოს“ და ბატონი წერეთლის სხვა კომპანიებს ააქვთ, ბანკი იქცეოდა ძალიან ადეკვატურად, მათ მომსახურების კუთხით, რატომ მოხვდა ეს 17 მილიონი განსხვავებულ რეჟიმში?“,- მიმართა მათიკაშვილმა ხაზარაძეს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, უმრავლესობა მხოლოდ 17 მილიონზე საუბრობს და იმ 800 მილიონს არ ახსენებს, რომელიც ბანკს საბანკო სექტორმა ჩამოწერა.
“17 მილიონი კი არა, მე გითხარით 200 მილიონი ლარის ვალდებულება ჩავაქრეთ ბანკისთვის, რომ ახალი შესაძლებლობა მიგვეცა და რამდენიმე ათასი ადამიანი ქუჩაში არ გაგვეშვა. რატომ არ ლაპარაკობთ იმ დარჩენილ 200 მილიონზე, რომელიც „თი-ბი-სი ბანკიდან“ ე.წ. ბალანს გარეშე ანგარიშზე გავიდა და ლაპარაკობთ მხოლოდ 17 მილიონზე, იმიტომ რომ 17 მილიონი გვიკავშირდება ჩვენ და იმათ რატომ არ ახსენებთ, რომლებსაც ასევე სესხი ჰქონდათ აღებული, იმ 800 მილიონზე რატომ არ ლაპარაკობთ, რომელიც საბანკო სექტორმა ჩამოწერა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები