“პატარა შენიშვნის გამო მასწავლებლებს ყრიან სკოლებიდან…ზედმეტი უფლებები ბავშვისთვის დამღუპველი ხდება”

პატარა შენიშვნის გამო მასწავლებლებს ყრიან სკოლებიდან – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანის” წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, უნდა იყოს დაკონკრეტებული, რა არის ბავშვებზე ძალადობა.
„პატარა შენიშვნის გამო მასწავლებლებს ყრიან სკოლებიდან. როცა ზედმეტი თავისუფლება, ზედმეტი უფლებები, თავისუფლება ბავშვისთვის დამღუპველი ხდება, ეს ქვეყნისთვისაც დამღუპველია”,- განაცხადა კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები