თამარ ჩუგოშვილი კანადის საპარლამენტო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი კანადის საპარლამენტო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს პარლამენტის კველევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ამ კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნა, კანადურმა მხარემ თავად გამოთქვა სურვილი დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს აღნიშნული მიმართულებით გაძლიერებაში.
„ჩვენ ვმუშაობთ რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოყალიბდეს პარლამენტთან არსებული საჯარო სამართის იურიდიული პირი – კვლევითი ცენტრი, რომელიც პარლამენტის კვლევით უნარებს და შესაძლებლობებს სერიოზულად გააძლიერებს. კანადური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს დაგვეხმაროს ამ პროცესში, გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება და შესაბამისად, პარლამენტის გაძლიერებას ამ ფორმით შეუწყოს ხელი. მას შემდეგ რაც გამოცხადდება კონკურსი და შეირჩევიან თანამშრომლები კვლევით ცენტრისთვის, ჩვენ გვექნება თანამშრომლების და ინფორმაციის ძალიან აქტიური გაცვლა კანადის საპარლამენტო ცენტრთან”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები