საპარლამენტო უმცირესობა „თი-ბი-სი ბანკის“ საქმის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა „თიბისი ბანკის“ საქმის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს.
აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაახმაურა, სადაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ.
კახიძის განმარტებით, კომისია დეტალურად შეისწავლის „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხს.
„ვინ დგას სახელმწიფო უწყების და ზოგადად, „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ მიმდინარე ორკესტრირებული შეტევის უკან“ – ამ კითხვით მიმართა ოთო კახიძემ მამუკა ხაზარაძეს.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მოითხოვა დადგეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი.
ამასთან, ხაზარაძემ მოითხოვა სპეციალური კომისიის შექმნაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები