მამუკა ხაზარაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის კომპეტენციას

“თი ბი სი” ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები მას და ბანკის კიდევ ერთ დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ.
ამასთან ხაზარაძე, სპეციალური კომისიის შექმნასაც ითხოვს.
„მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის კომპეტენციას. მინდა დადგეს, არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის უფლება, ეს ალბათ, თქვენი, დეპუტატების გადასაწყვეტია, მაგრამ მე, როგორც მოქალაქეს და ამ ინდუსტრიაში 27 წლის მანძილზე ჩაფლულ ადამიანს, მინდა მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და მეორე, მოვითხოვ, ასევე, არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის უფლება და როგორ არის პროცედურულად, მაგრამ მოვითხოვ, შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც ყველა იმ დეტალს, წერილს და კიდევ ბევრ ნიუანსს გაგაცნობთ და ჩაგაყენებთ საქმის კურსში,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები