ბაღდათში, საპატიო მოქალაქეებს დედის დღე მიულოცეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ, დედის დღე ბაღდათში მცხოვრებ 92 წლის ღვაწლმოსილ მეან-გინეკოლოგს, ბაღდათის საპატიო მოქალაქეს ნელი ხარაბაძე-კელენჯერიძეს და 84 წლის სკოლამდელი დაწესებულების დამსახურებულ ხელმძღვანელს ნანა ორჯონიკიძე-ქარაბაკს მიულოცა.
კახა ენუქიძესთან ერთად ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი კახა გოგნაძე და განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი ნინო მშვილდაძე იმყოფებოდა.
მერის პირველმა მოადგილემ ნელი ხარაბაძე-კელენჯერიძისა და ნანა ორჯონიკიძე-ქარაბაკის პროფესიულ წარმატებებსა და ღვაწლზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები