ძლიერი თოვა ხულოში – მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროს მოწყვეტილია
მაღალმთიან აჭარაში უამინდობას ებრძვიან. თოვლის საფარმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში უკვე ერთ მეტრს მიაღწია. ზოგიერთ სოფელში მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, გზების ნაწილი გაწმენდილია, მოძრაობა კი კურორტ გოდერძიზე უკვე აღდგენილია.
მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ოფიციალური ინფორმაციით, სოფლებთან დამაკავშირებელი გზების სრულად გაწმენდას შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.