წავკისი-თბილისის გზაზე ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

წავკისი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები 18, 20 და 23 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებიც დაბადების დღიდან წავკისიდან თბილისში ბრუნდებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, საჭეს 18 წლის ახალგაზრდა არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები