ქვემო ქართლის რწმუნებულმა და ბოლნისის მერმა ქალბატონებს 3 მარტი მიულოცეს
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ მრავალშვილიან დედასა და წარმატებულ პედაგოგს დედის დღე მიულოცეს.
როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ტკბილეული და ვარდების თაიგული შოთა რეხვიაშვილმა და დავით შერაზადიშვილმა ნუნუ ტოგონიძეს სახლში მიართვეს. ქალბატონი ნუნუ 4 ქალიშვილის დედაა, აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არის პოეტი და ხელოვანი.
დედის დღე, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, 28 წლის წარმატებულ პედაგოგს, ლიკა იასაღაშვილსაც მიულოცეს. ლიკა ბოლნისი N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეა.
იგი ასევე სსიპ “ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ პედაგოგია, სადაც ეთნიკურ უმცირესობებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო ენას ასწავლის.
წარმატებული პედაგოგი ჩართულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში “დისტანციური სწავლება“. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში ლიკა ემიგრანტებს ქართულ ენას ასწავლის.