ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა“,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158(ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები