უამინდობა ხულოში – მაღალი ზონის სოფლებში თოვლმა ერთ მეტრს გადააჭარბა
ხულოს მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვა გრძელდება. ამ დროისათვის თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 40-50 სმ-ს მიაღწია. უამინდობის გამო შექმნილი შეფერხებების საწინააღმდეგო ღონისძიებები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის გზების გაწმენდით სამუშაოებს მერიისა და საგზაო დეპარტამენტის 18 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს. აქტიურად აწარმოებს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების აღმოფხვრას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები.
გზის გაწმენდით სამუშაოებს ხულო-უჩხოს საავტომობილო გზაზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე გაეცნენ.