„მარიოტის“ ვიცე-პრეზიდენტი: ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“ Autograph Collection-ის ბრენდის ნაწილია
სასტუმრო „პარაგრაფს“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილს „მარიოტის“ ვიცე-პრეზიდენტი ჯონ ლაისენსი ულოცავს.
„ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“ Autograph Collection-ის ბრენდის ნაწილია. გახსნის დღიდან, ერთი წლის თავზე, ამ სასტუმრომ დაუჯერებელ წარმატებას მიაღწია, რაც ადასტურებს იმას, რომ სასტუმრო არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მოლოდინსაც კი აჭარბებს“, – აცხადებს ჯონ ლაისენსი.
მისი თქმით, მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი სასტუმროს წარმატების მთავარი მაჩვენებელია.
„პარაგრაფი“ შესანიშნავი დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც „მარიოტის“ ქსელისთვის დამახასიათებელი მომსახურების სერვისისა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებაა“, – განაცხადა ჯონ ლაისენსმა.