ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვარშავაში საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველ პლენარულ სესიაში იღებს მონაწილეობას, სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე იმსჯელეს. მათი შეფასებით, ორმხრივ ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებაში განსაკუთრებული როლი დინამიურ საპარლამენტთაშორისო კავშირებს ენიჭება.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს. ირაკლი კობახიძემ და სტანისლავ კარჩევსკიმ გაცვლითი ვიზიტების გააქტიურების საკითხი განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.