ამირან გამყრელიძე: საქართველოში სიკვდილიანობის 20 პროცენტში ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ჰაერის ფაქტორია

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში სიკვდილიანობის დაახლოებით 20 პროცენტში ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ჰაერის ფაქტორია. მისივე განცხადებით, რაც მეტია ჰაერი დაბინძურებული, მით მეტია რისკი არაგადამდები დაავადებების განვითარების
„ჰაერის დაბინძურება ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, კიბო, განსაკუთრებით სასუნთქი გზების. დიაბეტის განვითარებაშიც აქვს ჰაერის დაბინძურებას მნიშვნელობა. ამიტომ არაგადამდებ დაავადებებზე ჰაერის დაბინძურებას განსაკუთრებული გავლენა აქვს. საქართველოში სიკვდილიანობის დაახლოებით 20 პროცენტში ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ჰაერის ფაქტორია.
​რაც მეტადაა ჰაერი დაბინძურებული, მით მეტია რისკი არაგადამდები დაავადებების განვითარების, მაგრამ თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ისეთი მაღალი არ არის, როგორც ზოგჯერ სპეკულაცია ხდება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისათვის, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის საკითხებზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე მსჯელობენ. საჯარო უწყებების მოსმენა ამ თემაზე გუშინ დაიწყო და ხვალ დასრულდება. მოკვლევის მიზანია საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები