ამირან გამყრელიძე: წითელას აცრის გარდა ვერაფერი შეაჩერებს

„წითელას აცრის გარდა ვერაფერი შეაჩერებს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვისაც წითელას საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული არ აქვს, დროულად მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებებში და აიცრან.
„სამწუხაროდ, წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება, ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა არ გვაქვს, თუმცა ყოველდღიურად 20-25 ახალი შემთხვევა გვაქვს. კიდევ ერთხელ, ვსარგებლობ შემთხვევით და მოსახლეობას მოვუწოდებ, ვინც აცრილი არ არის პოლიკლინიკებში მიბრძანდნენ და აიცრან. ქვეყანაში ვაქცინის მარაგი საკმარისია. წითელას შემთხვევათა 50% მოზრდილებში 20-დან 40 წლის ასაკში გვაქვს. წითელას აცრების გარეშე ვერ შევაჩერებთ. წითელას შეჩერების და პრევენციის ერთადერთი გზა აცრებია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები