ნინო ზამბახიძე: როცა საქმე ეხება ფულის გათეთრების ბრალდებას, პასუხს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აგებენ და დირექტორი არაფერ შუაშია?
შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონის“ დირექტორი და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე „თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
„თითქმის ყველა პოზიცია, ემოცია თუ ბრალდება წავიკითხე და მოვისმინე, რაც მამუკა ხაზარაძეს უკავშირდება. მაქვს ერთი შეკითხვა: როცა საქმე ეხება ფულის გათეთრების ბრალდებას, აქ პასუხს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აგებენ და დირექტორი არაფერ შუაშია და ჩვეულად უნდა განაგრძოს მართვა?“ – წერს ნინო ზამბახიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.