დავით სერგეენკო: 5 მარტს პარლამენტში სოციალური მუშაკების საკითხზე ვისაუბრებ

 

“5 მარტს დაბარებული ვარ პარლამენტში, სადაც სოციალური მუშაკების პრობლემატიკაზე ვისაუბრებ, დაინტერესების შემთხვევაში ყველას მიეცემა საშუალება, დეტალურად გაეცნოს საკითხს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტში ის ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია.
„სოციალური მუშაკების პრობლემატიკას საკმაოდ კარგად ვიცნობ. განსაკუთრებით კარგად ვიცნობ ბოლო პერიოდში, როდესაც შევქმენით საბჭო, რომელსაც ვხელმძღვანელობ და მასში უშუალოდ სოციალური მუშაკები არიან ჩართულები. ეს არის კომუნიკაციის პირდაპირი არხი. რაც შეეხება პრობლემებსა და გეგმებს, რაც არა მარტო სოციალურ მუშაკებთან, არამედ დარგში – სოციალურ მუშაობაში არსებობს, ეს საკმაოდ მოცულობითია. გამიჭირდება, ერთ კომენტარში მოვახერხო თქმა, თუმცა, შემიძლია, გითხრათ, რომ 5 მარტს დაბარებული ვარ პარლამენტში “ევროპული საქართველოს” მიერ სწორედ ამ საკითხებზე და დაინტერესების შემთხვევაში ყველას მიეცემა საშუალება, რომ ძალიან დეტალურად გაეცნოს საკითხს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, სოციალური მუშაკებისთვის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებას გაუმჯობესება სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები