ეროვნულ ბიბლიოთეკაში მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების და უწყების მეცნიერების და სპეციალისტების ავტორობით შექმნილი მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს “საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო კლიმატური ნორმების დადგენა”, “სეტყვისა და ელჭექური პროცესების დინამიკა და სტატისტიკური განაწილება საქართველოში კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე” და “ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასება კლიმატის ცვლილების ფონზე” პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, დარგის სპეციალისტები, მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
დისკუსიაში მონაწილეობა ჰიდრომეტეოროლოგიის და გეოფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიიღეს. გამომსვლელებმა ნაშრომებს მაღალი შეფასება მისცეს და ხაზი გაუსვეს მათ მნიშვნელოვან სამეცნიერო ღირებულებას და გამოყენებით მნიშვნელობას.
სამეცნიერო ნაშრომების ეგზემპლარები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები