შავ ზღვაში საზღვაო ექსპედიციისას დაჭერილი ზვიგენი ბუნებრივ პირობებში დააბრუნეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2019 წლის პირველი საზღვაო ექსპედიცია დაასრულა.
მათივე ინფორმაციით, თევზჭერა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე – თევზსაჭერი ტრალის გამოყენებით განხორციელდა. ასევე, რესურსების ექოსაუნდერით სკანირება მოხდა. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნების და მარაგების შესახებ მასალები და ინფორმაცია შეგროვდა. ასევე, ზღვის ძუძუმწოვრებზე დაკვირვებები წარმოებდა. აღებული მასალისა და სინჯების დამუშავება მარტის თვის ბოლომდე დასრულდება.
საზღვაო ექსპედიციისას შავი ზღვის ზვიგენიც დაიჭირეს, რომელიც მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ბუნებრივ პირობებში დააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები