ირაკლი კობახიძე ავსტრიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკაში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარლამენტის თავმჯდომარემ თანამემამულეებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა. ირაკლი კობახიძემ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესზე, ასევე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა.