რომან გოცირიძე – Fitch-ის რეიტინგში საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესება კარგია, მაგრამ მთავრობას საზეიმო არაფერი აქვს
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე Fitch-ის რეიტინგში საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესებას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მთავრობას ამ შედეგით საზეიმო არაფერი აქვს.
“Fitch-ის რეიტინგში საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესება კარგია, მაგრამ მთავრობას საზეიმო არაფერი აქვს…
11 წელიწადზე მეტი მოანდომა ქვეყანამ ამ რეიტინგში გარკვეულ წინსვლას. BB- რეიტინგი საქართველოს ჰქონდა ჯერ კიდევ 2007 წლის ივლისში. რეიტინგში უძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უცხოური ვალუტის რეზერვების კლება იყო. 2017 წლის ზაფხულში, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 3,1 მილიარდი დოლარი იყო. მომდევნო წლებში მან იკლო და მხოლოდ გასული წლის ბოლოს დაუბრუნდა ძველ ნიშნულს. თუ წინა ხელისუფლების წლებში რეზერვების გაორმაგებას, დაახლოებით, ორწელიწადნახევარი სჭირდებოდა, ამ ხელისუფლების პირობებში ფაქტობრივად, არ გაზრდილა. Fitch-ის განცხადებაში რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად აღნიშნული იყო საბანკო სისტემის მდგრადობა და ანაკლიის პორტის მშენებლობა. მთავრობის ბოლო ქმედებებმა “თიბისი ბანკის” და ანაკლიის მიმართ ეჭვქვეშ დააყენა იმ დადებითი ფაქტორების როლი, რომელიც ამ სარეიტინგო სააგენტოს მიერაა ნახსენები. რაც შეეხება რეგიონთან ტრადიციულ შედარებას, აქაც თვალთმაქცობს მთავრობა. თურქეთის რეიტინგი არის BB+, ხოლო აზერბაიჯანის კიდევ უფრო უკეთესი, BBB“, – აცხადებს რომან გოცირიძე