2018 წელს კაპიტალური პროექტებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 1.9 მლრდ ლარი – 12 პროექტზე თანხა საერთოდ არ დახარჯულა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კაპიტალური პროექტების დაფინანსებისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 1.9 მლრდ ლარი. 64 კაპიტალური პროექტიდან გამოყოფილი თანხების 80%-ზე ნაკლები ათვისების მაჩვენებელი 22 პროექტს აქვს, ხოლო 12 პროექტზე თანხა საერთოდ არ დახარჯულა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური კაპიტალურ პროექტებზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ იმ პროექტების ნუსხას აქვეყნებს, რომლებზეც გასულ წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა. ეს პროექტებია:
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობა- წლიური გეგმა: 10 მლნ ლარს შეადგენდა.
მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა- წლიური გეგმა: 5 მლნ ლარი.
ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა- მოდერნიზაცია -25 მლნ ლარი.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა-53 მლნ ლარი.
მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა – 10 მლნ ლარი
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ50 ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა – 25 მლნ. ლარი.
საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი – 1 მლნ. ლარი.
ქობულეთის წყალარინების პროექტი 3 მლნ ლარი.
თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი – 10 მლნ 200 ათასი ლარი.
აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – 4 მლნ ლარი
თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22- კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა – 25 მლნ ლარი.
ქუთაისის წყალარინების პროექტი – 3 მლნ ლარის გათვალისწინებული სამუშაოებიდან ათვისებულია, მხოლოდ 1 პროცენტი.
ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი – 1 მილიონი ლარიდან ათვისებულია მხოლოდ 6 პროცენტი.
ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია- რეკონსტრუქცია – 30 მლნ. ლარიდან ათვისებულია მხოლოდ 10 პროცენტი.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია- მშენებლობა – 55 მლნ ლარიდან ათვისებულია მხოლოდ 10 პროცენტი“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.