„ვაპირებ ცხოვრებას” – მიხეილ ქვლივიძის ხსოვნის საღამო გაიმართება
26 თებერვალს, 18 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, პოეტ მიხეილ ქვლივიძის 94-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო – „ვაპირებ ცხოვრებას” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს იქნება მიხეილ ქვლივიძის შემოქმედებისა და ხსოვნისადმი პატივის მიგების კიდევ ერთი დღე.
საღამოს ორგანიზატორია ჯაბა ქვლივიძე; წამყვანი – ნესტან ბაკურაძე.