ნანი ბრეგვაძეს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ორგანიზებით, ნანი ბრეგვაძესთან შეხვედრა გაიმართა. საღამო „შეხვედრები თეატრალურში“ ციკლით გაიმართა.
საღამოს უძღვებოდა თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე. მისი თქმით, ხელოვანების მიერ ახალგაზრდა თაობისამი პროფესიული გამოცდილების გაზიარება, შეხვედრები თეატრალურში მესამე წელია იმართება.
„შეხვედრები ციკლი მასტერკლასებია ჩვენი სტუდენტებითვის, რადგან მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანები საკუთარ შემოქმედებას უზიარებენ მათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინაროებს ჩვენი საღამო“, – აღნიშნა ნიკოლოზ წულუკიძემ.
ნანი ბრეგვაძემ კი თავის მხრივ, დასძინა,  მოხარულია, რომ ახალგაზრდებმა გამოთქვეს მასთან შეხვედრის ინტერესი. „მეც მაინტერესებს მათი კითხვები, მათი აზრი. ეს  ჩემი ქვეყანაა, ჩემი ქალაქი და ჩემი საყვარელი ხალხია“… – აღნიშნა მომღერალმა.
შეხვედრაზე მომღერალს მიესალმა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი რუსუდან თევზაძე.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები