საქართველოში საწვავზე ფასებმა იკლო

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავზე ფასებმა იკლო. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„ვისოლის“ ქსელში ევრო რეგულარის ღირებულება 6-7 თეთრით შემცირდა და ლიტრის ფასი 2.42 ლარი გახდა. ეკო სუპერის ტიპის საწვავი 2.58, ეკო დიზელის კი 2.59 ლარად არის შესაძლებელი.

6 თეთრით გააიაფა რამდენიმე ტიპის საწვავი „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმაც“. ბოლო მონაცემებით, ნანო ევრო რეგულარის ღირებულება 2.32, ნანო პრემიუმი 2.42, ნანო სუპერის კი 2.52 ლარია.

რაც შეეხება „გალფის“ ქსელს, აქ ერთ ლიტრ საწვავზე ევრო რეგულარის ფასმა 2.35-დან ჯერ 2.30 ლარამდე იკლო. საბოლოოდ კი 2.26 ლარიან ნიშნულზე გაჩერდა.

„ლუკოილის“ ქსელში 3 თეთრით გაიაფდა ევრო დიზელისა და ევრო სუპერის ტიპის საწვავი. ევრო რეგულარის ფასი 2.35 ლარი იყო. დღევანდელი მონაცემებით კი,  ამ ტიპის საწვავის შეძენა 2.30 ლარად არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები