“მამუკა ხაზარაძემაც არ დაადასტურა საქმეში ხელისუფლების ჩარევა, ოპოზიცია ცდილობს, ნებისმიერი თემის პოლიტიზება მოახდინოს”

მამუკა ხაზარაძემაც არ დაადასტურა ამ საქმეში ხელისუფლების ჩარევა. ფაქტია, ოპოზიცია ცდილობს, ყველაფერი მიაწეროს ბიძინა ივანიშვილს, ნებისმიერი თემის პოლიტიზება მოახდინოს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა “თი-ბი-სი ბანკის” ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და შემდგომ გაკეთებული შეფასებების თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყურადღებით უნდა განხორციელდეს საგამოძიებო პროცესი და მისი დასრულების შედეგად, ყველა კითხვაზე უნდა იყოს პასუხი, რათა არანაირი ეჭვი არ დარჩეს.
„მამუკა ხაზარაძემაც არ დაადასტურა ამ საქმეში ხელისუფლების ჩარევა. ფაქტია, ოპოზიცია ცდილობს, ყველაფერი მიაწეროს ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიზება მოახდინოს ნებისმიერი თემის. შედეგი გვაჩვენებს, ეს პოლიტიკური პროცესი არის, თუ არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება აპოლიტიკური პროცესი. „თიბისი ბანკი“ ერთ-ერთი მსხვილი, სტაბილური და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში. ბუნებრივია, მისი დამფუძნებლების მიმართ კითხვები, საზოგადოებაშიც დამატებით კითხვებს აჩენს და ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, ეს კითხვები ღიაა. ვფიქრობ, ყურადღებით უნდა განხორციელდეს საგამოძიებო პროცესი და მისი დასრულების შედეგად, ყველა კითხვაზე უნდა იყოს პასუხი, რათა არანაირი ეჭვი არ დარჩეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები