დავით შერაზადიშვილი ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიის სამეფოში იმყოფება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის მიწვევით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და გურიის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიის სამეფოში იმყოფება.
დღეს, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იმართება ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის დირექტორთან – ელიტა ცაკულესთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ნორვეგიაში – მაია ყიფშიძესთან, ნორვეგიის ადგილობრივი თვითმმართველობის და მოდერნიზაციის სამინისტროს, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტისა და ნორვეგიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.
მხარეები ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, ასევე რეგიონული პოლიტიკის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლების როლზე, თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით გატარებულ რეფორმებზე და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა მოდელზე იმსჯელებენ.
ქართული დელეგაცია ნორვეგიის სამეფოში ვიზიტს 21 თებერვალს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები