თემურ შაშიაშვილი: ვირჩევთ ხელისუფლებას, რომელსაც ურჩევნია ურთიერთობა კომპრომეტირებულთან და არა პატიოსანთან

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი სოციალურ ქსელში მოსამართლეთა ქონებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება.

“ჩვენი ბრალიავირჩევთ ხელისუფლებას, რომელსაც ურჩევნია ურთიერთობა კომპრომეტირებულთან და არა პატიოსანთან.

ასეთი იყო სააკაშვილი, რომელიც ხელს უწყობდა ამ ადამიანების გამდიდრებას, ვიდრე მას უჭერდნენ მხარს, ხმას არ იღებდა, როგორც კი გავიდნენ მისი გავლენის სფეროდან, მაშინვე დაერია მისი მორჩილი პრესა-ტელევიზია!

ასეთი ხალხი უყვარს ივანიშვილსაც, სწორედ მათზე კომპრომატების გამო ჰყავს ჯიბეში. ასე ცხოვრება, მართლაც აღარ შეიძლება,”  – წერს თემურ შაშიაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები