გიორგი მიქაუტაძე: მქონდა მოლოდინი, რომ მოსამართლეებზე აუცილებლად იქნებოდა თავდასხმა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც მოსამართლეთა პირად ქონებას ეხებოდა.
გიორგი მიქაუტაძე გასულ სიუჟეტში მოყვანილ ფაქტებს სიცრუედ აფასებს და აცხადებს, რომ მოსამართლეებზე თავდასხმა მიმდინარეობს.
„ჩემთვის მოულოდნელი არ იყო ის მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც დღეს გვქონდა მსჯელობა. საუბარი არის ცრუ ბრალდებებზე, რომელიც მოსამართლეებთან მიმართებაში გაჟღერდა. ასევე მათი ქონების აღწერაზე, რომელიც დეკლარირებული ქონებაა და მრავალი წლის დეკლარაციაში პერიოდულად ფიქსირდებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ გაშუქებულა. ჩვენ დავესწარით კვლევის პრეზენტაციას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სასამართლო სისტემა ვითარდება სწორი მიმართულებით. კვლევაში ნათლად არის მითითებული, რომ სასამართლო სისტემას აქვს ძალიან დიდი წარმატებები. კვლევა ჩატარებული არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ, რომლის ხელმძღვანელიც, ბატონი პროფესორი ბრძანდებოდა ჩამოსული და პირადად გააკეთა პრეზენტაცია. ეს არის ნათელი სურათი, რომ სასამართლო სისტემა მიდის სწორი მიმართულებით. როგორც ყოველთვის, თუნდაც მცირედი წარმატების შემდეგ, სასამართლოს სისტემას ესხმოდნენ თავს და ამ ჯერზეც მქონდა მოლოდინი, რომ აუცილებლად იქნებოდა თავდასხმა“, – განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები