ოდესაში საქართველოს მოქალაქემ მესაზღვრის მოსყიდვა სცადა (ფოტო)

ოდესაში სასაზღვრო პუნქტში საქართვლოს მოქალაქე, რომელმაც მესაზღვრის მოსყიდვა სცადა, დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ოდესის სასაზღვრო პუნქტის პრესსამსახური იტყობინება.
საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველისთვის 50 აშშ დოლარის მიცემა სცადა. ამ თანხით ის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მოქალაქის პასპორტში და მონაცემთა ბაზაში არ არსებობდა ნიშანი იმის შესახებ რომ მან უკრაინის საზღვარი გადალახა.
“არასამართლებრივ სახსრებზე მესაზღვრემ უარი განაცხადა, ხოლო უცხოელ პირს უკრაინაში შესვლა სამი წლით აეკრძალა”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები