მუსიკალური ტექნიკის მოპარვისთვის წიწამურში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული რ.ნ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე, შპს “ცეპელინის” მფლობელობაში არსებული კონტეინერებიდან მუსიკალური ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შს სამინისტროში.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები