“სწორედ ,აქედან დაიწყო ეს ყველაფერი, ეს იყო და ეს” – რას წერს ლადო ბედუკაძე “ნაცმოძრაობაზე”

0

ეს დღეებია ვფიქრობ, ვაანალიზებ თუ რატომ, რისთვის უნდა დასჭირვებოდა ახლა, ამ მომენტში ნაც.სექტას ბედუკაძის თემის წამოწევა, მისი ხელახალი დისკრედიტაცია და ცილისწამება – ამის შესახებ ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე სოციალურ ქსელში წერს და იმ მოტივებს ასახელებს, რომლებიც მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ამოძრავებს.
“მოკლედ, ეს დღეებია ვფიქრობ, ვაანალიზებ თუ რატომ, რისთვის უნდა დასჭირვებოდა ახლა, ამ მომენტში ნაც.სექტას ბედუკაძის თემის წამოწევა, მისი ხელახალი დისკრედიტაცია და ცილისწამება (იურიდიულ ენაზე – ამას ცრუ დასმენა, და დანაშაულის პროვოცირება ჰქვია).
ვვარაუდობდი, რომ ეს უკავშირდებოდა მათ დაუოკებელ პოლიტიკურ სურვილს- საგაზაფხულოდ დასანიშნ საპარლამენტო არჩევნებს და სააკაშვილის რეჟიმის დროს სასჯელაღსრულების სისტემაში ჩადენილი სისტემური დანაშაულის კონკრეტულ, ერთეულ პირამდე დაყვანის მცდელობას,
იყო ვარაუდი მათი ლიეჟის აქციის წარუმატებლობის და თემის გადაფარვის, თუმც საბოლოოდ მათი სავარაუდო მიზანი უფრო ასეთი იყო:
1. კონფლიქტი ჩემს და აუცილებლად(!) ყოფილ მსჯავრდებულს შორის უნდა შემდგარიყო ქაშვეთის ეკლესიის შიგნით და არა გარეთ, უბრალოდ დროის გარკვეული პერიოდი მოვისურვე ჰაერზე გამოსვლა და მათ იჩქარეს,ჩათვალეს, რომ ვტოვებდი ტაძარს,
2. ტაძარში კონფლიქტი გამოიწვევდა ხმაურს, შესაძლო მასობრივ დაპირისპირებას და ღვთისმსახურების ჩაშლას.
3. მათი გათვლა იყო, რომ ეკლესიის მსახურთა, სასულიერო პირთა გარკვეული ნაწილი დაიჭერდა ჩემს მხარეს, ხოლო ამით ნაც.ბრბოს მიეცემოდა საბაბი ბრალი დაედო საპატრიარქოსთვის „ მწამებელი ბედუკაძის“ მფარველობაში,
4. საბოლოო შედეგი იყო მათი პანიკა: საპატრიარქო, უწმინდესი მფარველობს ბედუკაძეს (ტყუილად არ გამოუფენია ნ.გვარამიას ჩემი უწმინდესთან შეხვედრის ფოტოები),ხოლო იგნორირებს, რიყავს „უდანაშაულო მამაოს“, მსჯავრდებულ დეკანოზ მამალაძეს.
5. პლუს ამას გაიშლებოდა თემები -ბედუკაძის და უწმინდესის “რუსული კავშირების ” და პრორუსული ორიენტაციის შესახებ, უკრაინის ე.წ. ეკლესიის აღიარების შესახებ და სხვა.
6. ყველაფერს ამას წინ უძღოდა ერთ-ერთი „ სასულიერო პირის“ , ერში მოქ. პაატა ცაავას „რუსთავი 2“-ის ეთერით ჩემი „შემთხვევითი ეპითეტური შედარება “, რამაც თითქოსდა დაბნეულობა და დაძაბულობა გამოიწვია მასსა და „გენდირექტორ“ ნ. გვარამიას შორის. შემთხვევით არაფერი ხდება, მით უმეტეს ასეთი რანგის პირებისგან.
7. არის სხვა მნიშვნელოვანი ასპქტებიც, ე.წ. დამთხვევები, რომლის გასაჯაროებასაც ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მივიჩნევ.
სწორედ ,აქედან დაიწყო ეს ყველაფერი.
ეს იყო და ეს”, -წერს ლადო ბედუკაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, ციხის სკანდალური კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს სცემეს.
როგორც „კვირას“ ლადო ბედუკაძემ განუცხადა, მან, ფიზიკური შეურაცხყოფის დროს, დაზიანება სახის არეში მიიღო.
დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ პატრიარქის გარდატეხა გამოიწვია მისმა მუქარით სავსე წერილმა, რომელშიც ის ეკლესიაში არსებულ პრობლემებს ამხელდა,” – ამისშესახებ განცხადება კი მეუფე პეტრემ “რუსთავი 2” -ის ეთერში გააკეთა.
მან გადაცემა “კვირის აქცენტებთან” საუბარში გაიხსენა ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც მან დეკანოზი გიორგი მამალაძისგან მიიღო წერილი და რომელიც ძალიან ჰგავდა „საეკლესიო ბედუკაძეობას“.

 

კომენტარები

კომენტარი