არჩილ გამზარდია: ზიარება მოუნანიებელი ადამიანისთვის შეიძლება სასჯელად იქცეს და არა კურნებად

0

ზიარება მოუნანიებელი ადამიანისთვის შეიძლება სასჯელად იქცეს და არა კურნებად – ასეთია ზიარების ქრისტიანული სტატუსი -ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. როგორც გამზარდია აღნიშნავს, ზიარებას წინ უძღვის სინანული, აღსარების საიდუმლო და შენდობის ლოცვა.

“ზიარება მოუნანიებელი ადამიანისთვის შეიძლება სასჯელად იქცეს და არა კურნებად. ასეთია ზიარების ქრისტიანული სტატუსი. ზიარებას წინ უძღვის სინანული, აღსარების საიდუმლო და შენდობის ლოცვა.

ამიტომ, თუ ადამიანი ფარავს ცოდვას არ ინანიებს, არ აბარებს აღსარებაში და ა. შ. მიღებულია, რომ ასეთი ზიარება კურნებად კი არა, სასჯელად შეიძლება ექცეს ადამიანს.

ხშირად, მოძღვარი შეიძლება არ აზიარებდეს ადამიანს, თუ ფიქრობს რომ ის რაღაცას მალავს და მოძღვარი უფრთხილდება რა ამ ადამიანს, არიდებს შესაძლო სასჯელს არასწორად ზიარების შემთხვევაში.ვიღაცისთვის ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ზღაპრები, თუმცა მორწმუნისათვის ზიარება არის უსერიოზულესი საიდუმლო და უფრთხილესი.

ზიარება არ არის სოციალური ან პოლიტიკური მოვლენა, რომ მისი მიზანშეწონილობის განსაზღვრა გარედან შეგვეძლოს, მით უფრო მისი მოთხოვნა შეუძლებელია თუ მიზნად ზიარების მიზანია და არა რაიმე სახის სპეკულაცია.როდესაც ვსაუბრობთ ზიარებაზე, უნდა ვიყოთ მეტად ფრთხილი. თავისთავად უკვე მოცემულობაა ის, რომ ნებადართულია ზიარება სასულიერო პირის პასუხისმგებლობით, თუმცა ყველაზე მოწადინებული სასულიერო იერარქებიც კი ერიდებიან ამას, რადგან მათ იციან დაუმსახურებელი ზიარების შემთხვევაში, რა შეიძლება მოუვიდეს თავად ზიარებულს. ამიტომ საღვთო საიდუმლოებების მოთხოვნისას ან საუბრისას გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილეც და ცოდნაც, მით უფრო იმ ადამიანებმა, ვინც ამაში ვერ ერკვევა და ზიარება უბრალოდ რიტუალი ჰგონია”, -წერს არჩილ გამზარდია.

შეგახსენებთ, რომ  წუხელ დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში  აზიარეს. ის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა აზიარა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს  გადაიყვანეს.

 

კომენტარები

კომენტარი