ჯო ბაიდენი: საქართველოსა და უკრაინას მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ, რომ რუსული გავლენების წინაშე უფრო ბრძოლისუნარიანი გახდნენ

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოდერატორის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინას რუსული გავლენების წინაშე ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში უნდა დაეხმარონ.

ბაიდენის განცხადებით, რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ საერთაშორისო ნორმების დარღვევისთვის საფასურის გადახდა მოუწევს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიო და ვაჩვენოთ რუსეთს, რომ საერთაშორისო ნორმების დარღვევისთვის საფასურის გადახდა მოუწევს. უნდა ვიყოთ მზად ამ ნაბიჯების გადასადგმელად. ალიანსი საზღვაო და საჰაერო კომპონენტით უნდა გავაძლიეროთ აღმოსავლეთით. მეტიც, ნატო-ს პარტნიორებს, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ, რომ რუსული გავლენების წინაშე უფრო ბრძოლისუნარიანი გახდნენ. რუსეთის გავლენა არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ აშშ-შიც მაშფოთებს. ეს რეალობაა და შეიძლება, დიდ სირთულედაც დაგვიჯდეს, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მარტივია დემაგოგია სხვისი ბრალის ძიებაში“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, რუსეთი დღეს ყველა ძალას იყენებს, რათა ევროპაში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს, მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების უხეშად დარღვევით, რასაც ევროპა წინ ერთობლივად უნდა აღუდგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები