ირაკლი კობახიძე: იქ, სადაც პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი არ უნდა იყოს წარმოდგენილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ, სადაც პირველი პირი პრემიერ-მინისტრია, იქ პრეზიდენტი, წესით, წარმოდგენილი არ უნდა იყოს.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული საკითხი არის წმინდა სამართლებრივი და ამასთან დაკავშირებით, მსჯელობა გაიმართება.

„ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით მსჯელობა. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. იქ, სადაც პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, რომელიც არის სიმბოლური თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაური და სახელმწიფოს პირველი პირი, წესით, არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუმცა, მზად ვართ, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ განვიხილოთ ყველა ეს საკითხი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები