მამუკა ბახტაძე აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინიტრ,  მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელ, პატრიკ შანაჰანის შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას გაესვა ხაზი.  შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

როგორც ,,კვირას“ უწყებიდან აცნობეს, განსაკუთრებით აღინიშნა ის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა, რომელის საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში. ისაუბრეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებაზე, ასევე ერთობლივი თუ მრავალეროვნული სწავლებების სიხშირეზე.

ამერიკული მხარის შეფასებით, საქართველო თავდაცვის სფეროში მოწინავე რეფორმატორი ქვეყანაა. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო სამშვიდობი მისიებში და ქართველი სამხედროების გამორჩეულ სიმამაცეს.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები