ზაალ ანჯაფარიძე: კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სასამართლოს ნდობას უცხადებს

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სასამართლო რეფორმების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს აფასებს.
მისი თქმით, ამ კვლევით ბათილდება ის არგუმენტები, რომლებსაც გარკვეული ჯგუფი აქტიურად იყენებდა იმისთვის, რომ “საკუთარი დღის წესრიგი შეეთავაზებინა, სასამართლოსთან მიმართებით”.
„კვლევა ავტორიტეტულმა და მსოფლიოში აღიარებულმა ორგანიზაციამ ჩაატარა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ კვლევის სანდოობა ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს. კვლევის მონაცემები ახალ მეინსტრიმს შემოიტანს იმ პროცესში, რაც სასამართლო სისტემის ირგვლივ ვითარდება. ამ კვლევით, ბათილდება ის არგუმენტები, რომლებსაც გარკვეული ჯგუფი აქტიურად იყენებდა, რათა საკუთარი დღის წესრიგი შეეთავაზებინა, სასამართლოსთან მიმართებით. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, მათი არგუმენტაციის მთელი რიგი კომპონენტები, ალბათ, კითხვებს გააჩენს. რეალურად, კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ნდობას უცხადებს სასამართლოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არის პრობლემები, რომლებიც სასამართლოს ქრონიკულად ახასიათებს. მთავარია, ასევე, რომ გამოიკითხნენ ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ აქვთ შეხება სასამართლოსთან. ეს კვლევა არის ერთგვარი სტიმული ხელისუფლებისთვის, იმუშაოს იმ პრობლემებზე, რაც სასამართლოშია”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები