თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს (ფოტოკოლაჟი)

 

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში ქალაქ ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მათ მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა – ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ გაუწიეს.
გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტები, განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები და მომავლის გეგმები გააცნო. თავდაცვის ძალების მეთაურმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციასა და მისიებში მიღებულ პირად გამოცდილებაზეც ისაუბრა.
პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ კი მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და საქართველოს სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების მიზნებისა და ღირებულებების, სამხედრო პროფესიის არსის, ასევე – თანამედროვე გამოწვევების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებს გენერალურ შტაბში გამოფენილი იარაღის დათვალიერებისა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სამუშაო გარემოს გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით, მსგავსი შეხვედრები რეგულარულად იმართება. მოსწავლეებისა და სტუდენტების ვიზიტის მიზანს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაღრმავება, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა, ჯარის პოპულარიზაცია და მასზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები