დავით სონღულაშვილი: კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება – K2 კოეფიციენტით ვაჭრობა გაუქმდა
„კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება – K2 კოეფიციენტით ვაჭრობა გაუქმდა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი, დავით სონღულაშვილი, თბილისის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას.
როგორც პარლამენტის წევრი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დედაქალაქის გეგმაზომიერ და სწორ ურბანულ განვითარებას.
„ჩვენი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის მერიისა და საკრებულოს მიერ ქაოტური განაშენიანებისა და ამ მიმართულებით არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად, მიღებულ იქნა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება – K2 კოეფიციენტით ვაჭრობა გაუქმდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, მიწათსარგებლობის გეგმის შესაბამისად, ჩვენი დედაქალაქის გეგმაზომიერ და სწორ ურბანულ განვითარებას“, – აცხადებს დავით სონღულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ, გუშინ, ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე, “თი-ბი-სი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისთვის და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძისთვის, ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღო.