მეცნიერებმა მომავალი დედამიწის რუკა შექმნეს
მომავალში გლობალური დათბობის შესაძლო შედეგების პროგნოზირებას გეოლოგები კვლავ განაგრძობენ. რა მოუვა დედამიწას, თუკი, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, მთელი ყინული, რომელიც დღეისთვის დედამიწაზეა, დადნება?
ყველა შესაძლო შედეგი დათვალეს და ინტერაქტიური რუკა შექმნეს, რომელზეც თვალნათლივ მოვლენების განვითარების სცენარები ყველა კონტინენტისთვის აჩვენეს.
პირველ ყოვლისა, ყინულის დნობის შემთხვევაში, ზღვის დონე დედამიწაზე დაახლოებით 65 მეტრით აიწევს. შედეგად, პლანეტის საშუალო ტემპერატურა 14-დან 26 გრადუსამდე გაიზრდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტის სანაპირო, ფლორიდისა და მექსიკის ყურის სანაპიროს ჩათვლით, წყალში ჩაიძირება.
ლათინურ ამერიკაში არგენტინის დედაქალაქი ბუენოს-აირესი დაიტბორება, აგრეთვე, ზღვისპირა ურუგვაი და პარაგვაი.
აფრიკა მნიშვნელოვნად ხელუხლებელი დარჩება, მაგრამ, მისი დიდი ნაწილი დაუსახლებელი გახდება.
ეგვიპტეში, ხმელთაშუა ზღვის წყლის დონის გაზრდის შედეგად, უძველესი ქალაქები ალექსანდრია და ქაირო დაჭაობებული აღმოჩნდება.
ევროპის მრავალი ღირსშესანიშნაობა განადგურდება. ლონდონი და ვენეცია გაქრება. ნიდერლანდები და დანიის დიდი ნაწილი წყლის ქვეშ აღმოჩნდება.
აზიაში ტერიტორიები დაიტბორება, რომლებზეც დღეისთვის 600 მილიონი ჩინელი ცხოვრობს. ბანგლადეში და ინდოეთის ზღვისპირა რაიონები პირისაგან მიწისა აღიგვება.
რაც შეეხება ავსტრალიას, კონტინენტის ცენტრში ზღვის წარმოშობას გამოიწვევს ყინულების დნობა. ამას გარდა ზღვის სანაპიროს მიწების დიდი ტერიტორია დაიტბორება, რომელზეც დღეისათვის მოსახლეობის 80 პროცენტი ცხოვრობს. ანტარქტიდა კი საერთოდ უხილავი გახდება.
ეკოლოგები ამბობენ, ყინულის დნობის პროცესი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა ატმოსფეროში სასათბურე გაზების კონცენტრაციის გაზრდა. თუმცა, მეცნიერები და სპეციალისტები, რომლებიც ყინულების დნობის პროცესს აკვირდებიან, გვამშვიდებენ, რომ მათი გათვლებით, იმისთვის, რომ დედამიწაზე არსებული მთელი ყინული დადნეს დაახლოებით ხუთი ათასი წელია საჭირო.
წყარო: Icode